Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი - გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ვიქნებით ნატო-ში

ნახვები: 569 ვოლოდიმირ ზელენსკი - გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ვიქნებით ნატო-ში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ესმის, რომ ნატო-ში ომის დასრულებამდე ვერ გაწევრიანდება, თუმცა იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეებისგან ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიო სიგნალს მიიღებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე პარტნიორებისგან მოისმინოს უფრო მეტი, ვიდრე განცხადებები „ალიანსის ღია კარის“ შესახებ.

„ჩვენ რეალისტები ვართ, გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა უკვე ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, რომ ომის შემდეგ ჩვენ ვიქნებით ნატო-ში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე საუბრისას, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინა ევროატლანტიკური ოჯახი ნაწილია და ის გახდება ნატო-ს წევრი.

„რაც შეეხება ნიდერლანდებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ამბიციებს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით. ახლა ვმუშაობთ, რომ ვილნიუსის სამიტზე ჩვენ გადავდგათ ნაბიჯი წინ და არ დავუბრუნდეთ ფორმულირებებს, რომლებიც იყო ბუქარესტის სამიტზე, რომ იყოს მკაფიო ნაბიჯი. რა კონკრეტული ნაბიჯი იქნება ეს, განხილული იქნება მომავალი 4-6 კვირის განმავლობაში“, – აღნიშნა რუტემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა