Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მშობლები აცხადებენ, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით საქმე წინ მიდის და დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეწყვეტენ თუ არა პროტესტს

ნახვები: 569 მშობლები აცხადებენ, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით საქმე წინ მიდის და დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეწყვეტენ თუ არა პროტესტს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებიც ესწრებოდნენ.

როგორც სხდომის შემდეგ ერთ-ერთმა მშობელმა, სალომე გაბელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტული პასუხი მოისმინეს მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც, გაიდლაინი მაისის ბოლოსთვის დასრულდება.

„კონკრეტული პასუხი არის ის, რომ გაიდლაინი ანუ პროტოკოლი სრულდება მაისის ბოლოს. 10 ივნისამდე ექსპერტიც დაადასტურებს, რომ ეს არის ნამდვილად კარგი მედიკამენტი. ვიდრე გაიდლაინზე მუშაობა არ დასრულდება, ვერც თამარ გაბუნია და ჯანდაცვის სამინისტროდან ვერცერთი პირი ვერ აკეთებს კონკრეტულ განცხადებას, როდის შემოვა მედიკამენტი „ვოსორიტიდი“. მანამდე კიდევ იქნება მიმოწერა „ბიომარინთან“, წამლის მწარმოებელ კომპანიასთან. სამწუხაროდ, ახლა სახელმწიფოსა და წამლის მწარმოებელ კომპანიას შორის გაუთქმელობის აქტია გაფორმებული. საბოლოო ჯამში, მშობლები მივხვდით იმას, რომ საქმე ნამდვილად წინ მიდის, ჩვენ ამას ვისმენთ. ნებისმიერ საბჭოზე მიწვეული ვიქნებით მშობლები და ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით“, – განაცხადა სალომე გაბელაშვილმა.

სალომე გაბელაშვილის განცხადებით, პროცესები წინ მიდის, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ იციან, როდის შემოვა საქართველოში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“. მისივე თქმით, დღეს საღამოს აცნობებენ საზოგადოებას, შეწყვეტენ თუ არა პროტესტს.

„კიდევ გვჭირდება ცოტა მოთმინება იმისათვის, რომ ზუსტად გავიგოთ, როდის შემოვა მედიკამენტი. როგორ დაველოდებით მშობლები, იქნება ეს პროტესტის ფონზე თუ არა პროტესტის, ამას დღეს 10:00 საათზე გაგაცნობთ.

მედიკამენტის შემოტანა დამოკიდებულია პროტოკოლზე, რადგან პროტოკოლში წერია ყველაფერი დიაგნოზისა და მედიკამენტის შესახებ. ასევე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ ფინანსები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, შეგვიძლია, ერთ დღეში ნებისმიერი თანხა გადმოვურიცხოთ ბავშვებსო. ეს ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც ძალიან კარგი მესიჯი იყო. მაისის ბოლოს იქნება პროტოკოლი, კომპანია „ბიომარინიც“ თანახმა იქნება, თავისი მედიკამენტი სხვა ქვეყნის ბავშვებმაც მოიხმარონ. კარგი ნაბიჯებით მივდივართ და 10 ივნისს უკვე გვეცოდინება კონკრეტული დრო, როდის დაიწყება ჩვენი შვილების მკურნალობა“, – აღნიშნა გაბელაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა