Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გურამ მაჭარაშვილი - ის დრო დამთავრდა, როცა საქართველო მუქარის ტონს აიტანს

ნახვები: 568 გურამ მაჭარაშვილი - ის დრო დამთავრდა, როცა საქართველო მუქარის ტონს აიტანს

პარტნიორი ქვეყანა მუქარის ტონით ელაპარაკება საქართველოს. ის დრო დამთავრდა, როცა საქართველო მუქარის ტონს აიტანს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „ჩვენ მკაფიოდ გავაჟღერეთ შეშფოთება რუსეთთან პირდაპირი ფრენების საკითხზე. ყურადღებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ“.

მაჭარაშვილი თქმით, საქართველოს საზოგადოება ხედავს, რაშიც არის საქმე.

„ხედავთ, როგორი დამოკიდებულება არსებობს? – პარტნიორი ქვეყანა მუქარის ტონით ელაპარაკება საქართველოს მაშინ, როცა ოკუპანტმა ქვეყანამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომელზეც თავად ამერიკა ეუბნებოდა რუსეთს, საქართველოში ფრენები აღადგინეო. ეს არის ზუსტად ანტიამერიკული განცხადება. რა გგონიათ, საქართველოს საზოგადოება ვერ ხვდება, რაშია საქმე? – შე დალოცვილო, მეუბნები, რომ პარტნიორი ხარ, რუსეთზე მეტად ჩემზე ზრუნავ და ამ დროს, რუსეთმა ჩვენი მოსახლეობა 2019 წელს დაასანქცირა და თვითონ ეუბნებოდნენ აღადგინეო. ახლა ცალმხრივად მოხსნა, რაშიც ჩვენ არ ვმონაწილეობდით და მუქარის ტონი მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამერიკაში არსებობენ ძალები, რომლებიც პარტნიორულ ურთიერთობას მაინც პატივს სცემენ და ამას დაველოდებით. ის დრო დამთავრდა, როცა საქართველო მუქარის ტონს აიტანს“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა