Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლევან ხაბეიშვილი - არ მოვერიდები მძიმე გადაწყვეტილებებს, რომელიც ხალხის ინტერესებიდან მომდინარეობს

ნახვები: 571 ლევან ხაბეიშვილი - არ მოვერიდები მძიმე გადაწყვეტილებებს, რომელიც ხალხის ინტერესებიდან მომდინარეობს

უკომპრომისო ვიქნები ყველა გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ზიანის მიყენებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, არ მოერიდება რადიკალურ, მძიმე გადაწყვეტილებებს.

„ამ ურთულეს გზაზე, პროპუტინისტური ძალის წინააღმდეგ უკომპრომისო ვიქნები ყველა გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ზიანის მიყენებას და რუსული პარტიისთვის კოჭის გაგორებას.

ამ რთულ გზაზე, არ მოვერიდები რადიკალურ, მძიმე გადაწყვეტილებებს, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ამომრჩევლის, ხალხის ინტერესებიდან.

სწორედ ამიტომ ხდება უპრეცედენტოდ ღიად, გამჭვირვალედ ენმ-ში არჩევნები და შიდა დემოკრატია, რომ ყველამ იცოდეს, კაბინეტებში, ოთახებში გადაწყვეტილება აღარ მიიღება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხალხის პარტია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე – რუსული პარტია და რუსი ოლიგარქი. უმნიშვნელოვანესია, ჩვენს მოქალაქეებს, ხალხს ვესაუბროთ მათთვის გასაგებ ენაზე, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანის გზებზე. ყველაზე მეტი დრო, ენერგია უნდა დავხარჯოთ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ მისი მარცხის ფორმულა პრეზიდენტ სააკაშვილის თაოსნობით – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიციური გუნდი – ნამდვილი ოპოზიცია და სამოქალაქო ერთსულოვნებაშია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს მთავარ საფრთხეს რუსი ოლიგარქისთვის და სწორედ ამიტომ ყველა მხრიდან მიმდინარეობს თავდასხმები ჩვენს პარტიაზე. სამწუხარო რეალობაა, რომ ამ საქმეში დიდი ენთუზიაზმით გარკვეული ოპოზიციური წარმომადგენლობაც ჩაერთო.

ხალხი ყველაზე კარგად ხედავს და არჩევს ტყუილს – სიმართლეს. ყველაზე მეტად გვჭირდება მობილიზება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რომელსაც რუსული პარტია მიზანმიმართულად ანგრევს.

„ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ/პროქართულ პარტიასთან, სამოქალაქო ჯგუფებთან და იქნება ავანგარდში რუსული რეჟიმის დამარცხებაში“, – წერს ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა