Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტის განცხადებები ძალიან შეუფერებელი იყო დღევანდელ დღესთან, ადგილთან, სადაც ეს ყველაფერი ითქვა

ნახვები: 571 მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტის განცხადებები ძალიან შეუფერებელი იყო დღევანდელ დღესთან, ადგილთან, სადაც ეს ყველაფერი ითქვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქართველ ხალხს 26 მაისის მნიშვნელობა კარგად ესმის და ამ დღეს გულწრფელად ზეიმობს.

მისივე თქმით, ამ დიდ მონაპოვარს გაფრთხილება, დაფასება სჭირდება.

„მგონია, რომ მთელი ერი დღეს გულწრფელად ზეიმობს, რადგან ძალიან კარგად ესმის დღევანდელი დღის მნიშვნელობა. ალბათ ამაზე დიდებული დღე საქართველოს ისტორიისთვის ბოლო ხანებში არც ყოფილა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დაფასება, მუდმივი მუხლჩაუხრელი შრომა, რომ გავუფრთხილდეთ მონაპოვარს, რომელიც 26 მაისის მონაპოვარი იყო, მოგვიანებით – 9 აპრილის მონაპოვარი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დღევანდელ დღესთან შეუფერებელი იყო.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებები ძალიან შეუფერებელი იყო დღევანდელ დღესთან, ადგილთან, სადაც ეს ყველაფერი ითქვა. ალბათ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვისაც შეუფერებელი იყო. ეს გამოსვლა არაფრით ყოფილა გამორჩეული იმისგან, როგორიც შეიძლება, ყოფილიყო, მაგალითად, ელემენტარული სატელევიზიო ინტერვიუ. არ ვარგა, საერთო ეროვნულ დღესასწაულზე იყო დესტრუქციული და ვერ მონახო თემა, რომელზეც შეგიძლია, თანამოქალაქეს ესაუბრო. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ღირებულებებს, რის გაფრთხილებაზეც საუბრობდა, თუნდაც 70-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში ნებისმიერი ქართველი გულში იმარხავდა და ეს ყველასთვის გადასარევად ცნობილია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა