Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რომან გოცირიძე - დემაგოგიური განცხადებაა, რომ სტატუსის მიღება თურმე პოლარიზაციას შეამცირებს

ნახვები: 570 რომან გოცირიძე - დემაგოგიური განცხადებაა, რომ სტატუსის მიღება თურმე პოლარიზაციას შეამცირებს

დემაგოგიური განცხადებაა, რომ სტატუსის მიღება თურმე პოლარიზაციას შეამცირებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, პრემიერის განცხადება თვალთმაქცობაა.

„პოლარიზაცია როგორ შემცირდება, როცა 11 წელი „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია ოპოზიციის განადგურება. პრემიერის განცხადება თვალთმაქცობაა, რადგან იციან, რომ სტატუსის არმიღება პირდაპირ იქნება „ქართული ოცნების“ დანაშაული და ახლა ერთ-ერთ არგუმენტად ეს მოჰყავთ. მთავარია, ავანსად სტატუსი მოგვცენ, რადგან ქვეყანაში ოლიგარქიული და არაკონსტიტუციური მმართველობაა. ამბობენ, ტექნიკურად წინ ვართო და შეიძლება ტექნიკურად წინ ვიყოთ, რადგან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დიდი რეფორმები ჩავატარეთ და უკრაინას და მოლდოვას ვუსწრებთ, მაგრამ იქ არაფორმალური მმართველები არ არიან, ქვეყანას ფაშასავით არავინ მართავს. სტატუსს თუ მივიღებთ, ეს იქნება გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ სტატუსის არმიცემა შეიძლება, რუსეთის მხრიდან იყოს აღქმული, როგორც მისი გავლენის სფეროების აღდგენა. მოსახლეობის 90 პროცენტს როცა ევროკავშირი და ნატო უნდა, ბუნებრივია, ხალხი სტატუსს იმსახურებს მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ცუდი ჰყავს“, – განაცხადა გოცირიძემ.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში გამართული განხილვების შემდეგ განაცხადა: „ევროპელ კოლეგებთან ჩემი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი იყო, რომ სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს, მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა