Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მიხეილ სარჯველაძე - ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტის მიზანია საკითხების დარეგულირება

ნახვები: 569 მიხეილ სარჯველაძე - ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტის მიზანია საკითხების დარეგულირება

დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნულ ბანკში შექმნილია ჩიხი, რადგან საკმარისი რეგულირება და ახსნა არ არის, როგორ უნდა იქცეოდნენ ცალკეული თანამდებობის პირობებში კონკრეტული თანამდებობის პირები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტის მიზანია საკითხების დარეგულირება.

„ჩვენი მიზანია, ცხადად და მკაფიოდ იყოს რეგულაცია იმის თაობაზე, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, ვინ ასრულებს მის მოვალეობას. დღეს წერია, რომ ეს არის ვიცე-პრეზიდენტი და ასეთია სამი. ამის ნაცვლად შემოთავაზებული იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, როგორც ყველა დაწესებულების შემთხვევაშია. ამიტომ, ჭიქაში ატეხილია ქარიშხალი, რომელიც უსაფუძვლოა და არავითარ მიზანს არ ემსახურება. მთავარი ამოცანა, ამ ცვლილებების მიზანი დაურეგულირებელი საკითხების დარეგულირებაა, რათა არანაირი ეჭვი არ არსებობს მმართველობის ეფექტიანობაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა