Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ჩეხეთის ელჩი - ძალადობა მიუღებელია საზოგადოებისთვის, მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს და ვიმედოვნებ, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება

ნახვები: 571 ჩეხეთის ელჩი - ძალადობა მიუღებელია საზოგადოებისთვის, მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს და ვიმედოვნებ, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება

ძალადობა მიუღებელია საზოგადოებისთვის, მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს, ვიმედოვნებ, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომელიც გორში, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ეხებოდა.

„ცხადია, თვალყურს ვადევნებთ მოვლენებს და ეს ნამდვილად საშინელი განვითარებაა. ძალადობა მიუღებელია საზოგადოებისთვის, კიდევ უფრო ნაკლებად მისაღებია პოლიტიკოსებზე, აქტივისტებზე, ახალგაზრდებზე ძალადობა. მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს და ვიმედოვნებ, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება“, – აღნიშნა ელჩმა.

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს დღეს გორში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ცნობით, ჯაფარიძეს თავს დაესხა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას თვალის არეში დაზიანება მიაყენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა