Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კახა კალაძე - დაველოდებით დეკემბერს, მინდა, მჯეროდეს, რომ არ იქნება უსამართლო გადაწყვეტილება

ნახვები: 569 კახა კალაძე - დაველოდებით დეკემბერს, მინდა, მჯეროდეს, რომ არ იქნება უსამართლო გადაწყვეტილება

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი ქმედებებით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ეწინააღმდეგებიან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპული მომავლის მტრები არიან.

„ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიდიოდა, დარბოდნენ კაბინეტებში, რომ არ მიეღოთ აღნიშნული გადაწყვეტილება. იგივე იყო ასოცირების გაფორმების დროს და იგივე ხდება დღეს. საქართველო მართლა იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს, თუ მართლა რომელიმე ქვეყანას აქვს კარგი მაჩვენებლები, წინ გადადგმული ნაბიჯები, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, საუკეთესო იყო და თავადვე აღნიშნეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული. გასაგებია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული და მოგვცეს ეს 12-პუნქტიანი გეგმა. ამ 12-პუნქტიან გეგმასაც ვასრულებთ ზედმიწევნით, რომ ვინმეს სალაპარაკო არ დარჩეს. დაველოდებით დეკემბერს. მინდა, მჯეროდეს, რომ არ იქნება უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული და კიდევ არ დაიჩაგრება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, – აღნიშნა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა