Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ვაგნერის“ მძიმე ტექნიკის რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემისთვის მზადება დაწყებულია

ნახვები: 570 რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ვაგნერის“ მძიმე ტექნიკის რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემისთვის მზადება დაწყებულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაწყებულია მზადება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მძიმე ტექნიკის რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ მებრძოლებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმება, ოჯახებში დაბრუნება ან ბელარუსში წასვლა შესთავაზე.

„ვისაც სურს, შეუძლია, ბელარუსში წავიდეს. ჩემს მიერ მიცემული დაპირება შესრულებული იქნება. ვიმეორებ, არჩევანი თითოეულ თქვენგანზეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება რუსეთის მეომრების არჩევანი, რომლებმაც გააცნობიერეს თავიანთი ტრაგიკული შეცდომა“, – განაცხადა პუტინმა გუშინდელი მიმართვისას.

თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ტელეგრამარხი იტყობინება, რომ „ვაგნერის“ დანაყოფები უკვე შევიდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე. არსებული ცნობებით, ბელარუსში უკვე იმყოფება თავად ევგენი პრიგოჟინიც.

„ვაგნერის“ დამფუძნებლის კერძო თვითმფრინავი დილით მინსკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე დაჯდა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა