Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი შოთაძე ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ნახვები: 568 ირაკლი შოთაძე ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროკავშირის მართლმსაჯულების ორგანოს – ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტს, ბოშტიან შკრლეცს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი რევაზ ბაღაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ ბოშტიან შკრლეცს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ევროკავშირის მართლმსაჯულების ორგანოს – ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტმა, ბოშტიან შკრლეცმა ირაკლი შოთაძეს მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის მხრიდან გაწეული ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ და კოორდინირებულ ბრძოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გზით.

ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ევროჯასტსა და საქართველოს შორის მომავალი თანამშრომლობის გეგმები და განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს და ასევე, მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.

ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა