Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი - როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მიიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი

ნახვები: 569 ვოლოდიმირ ზელენსკი - როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მიიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი

მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა გახდეს ალიანსის წევრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.

„უკრაინა წარმოდგენილი იქნება ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე, რადგან ეს პატივისცემაა, მაგრამ უკრაინაც იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ეს ფორმულირება მხოლოდ მიწვევას ეხება და არა უკრაინის წევრობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უპრეცედენტო და აბსურდულია, როცა უკრაინის როგორც მიწვევის, ისე გაწევრიანების ვადა არ არსებობს და ამის ნაცვლად, ემატება „უცნაური ფორმულირება პირობებზე“ უკრაინის მიწვევისთვის.

„როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მიიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში რჩება ვაჭრობის შესაძლებლობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, გააგრძელოს ტერორი მომავალში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „გაურკვევლობა სისუსტეა“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს სამიტზე განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა