Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

არველაძემ უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო მატჩში ითამაშა

ნახვები: 568 არველაძემ უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო მატჩში ითამაშა

უკრაინის მხარდასაჭერად ,„ჩელსის“ საშინაო მოედანზე, „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართული საფეხბურთო საქველმოქმედო მატჩი შევჩენკოსა და ზინჩენკოს მეგობრებს შორის 2:2 დასრულდა, რომელშიც ქართული ფეხბურთის ლეგენდა, შოთა არველაძე მონაწილეობდა.

ფონდმა United24-მა გამოაცხადა შემადგენლობა საქველმოქმედო მატჩისთვის (Game4Ukraine) უკრაინის მხარდასაჭერად. ერთმანეთს ფეხბურთის, კინოსა და მუსიკის ცნობილი ვარსკვლავების ორი გუნდი, ანდრი შევჩენკოსა და ოლექსანდრ ზინჩენკოს ხელმძღვანელობით დაუპირისპირდნენ.

შევჩენკოს გუნდს (ლურჯ ფერებში) „ჩელსის“ქალთა გუნდის მწვრთნელი – ემა ჰეისი ხელმძღვანელობდა, ხოლო ზინჩენკოს გუნდს – „არსენალის“ ლეგენდა არსენ ვენგერი.

შოთა არველაძე შევჩენკოს გუნდში იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. მართალია, მცირე ხნით გავიდა, მაგრამ ქართველი ვეტერანი მოედანზე მალევე დაბრუნდა.

პროფესიონალ ფეხბურთელებს ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ. გამოჩნდნენ სერიალების ვარსკვლავები – ტედ ლასო, ტოჰიბ ჯიმო და ფილ დანსტერი, ბრიტანელი კომიკოსი რასელ ჰოვარდი, მსახიობები არჩი რენო, ჰირო ფაინს ტიფინი და რალფ ლიტლი, ასევე მუსიკოსები ჯეიმს არტური და ტომ გრენანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა