Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ილია მეორე - ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ

ნახვები: 571 ილია მეორე - ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვას ავრცელებს.

„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რის შემდეგაც, აფხაზეთთან ერთად, უკვე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ.

საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია! ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია, სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა. შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით… ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ.

საქართველოს ეკლესია ყოველ წირვაზე აღავლენს ლოცვებს როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისე ერის სულიერი ერთობისათვის; ასევე, მუდამ ვიხსენიებთ სამშობლოსათვის თავდადებულთ და ახლაც შევთხოვ ღმერთს, მართალთა თანა განუსვენოს და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ ძმათამკვლელი ომის მსხვრეპლთ, მათ შორის, ოსებსაც და აფხაზებსაც.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მშვიდობით აკურთხოს მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და ინებოს ჩვენი გაერთიანება, ჩვენი ძველი ურთიერთობების აღდგენა, ამინ. ღმერთმა ერთობით აკურთხოს სრულიად საქართველო“, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა