Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვახტანგ გომელაური - თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად, თავზე ვადექი, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან

ნახვები: 568 ვახტანგ გომელაური - თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად, თავზე ვადექი, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან

გუშინ ჩამოვფრინდი, თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად, თავზე ვადექი, ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედაა. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან. ვითომ ვისვენებდი და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს უკვე არის არა პოლიტიკა, არამედ სიბინძურე.

„გუშინ ჩამოვფრინდი. მგონი, ყველამ კარგად იცის, სადაც ვიყავი, სადმე რომ მივდივარ, თითოეული ნაბიჯი, ყველაფერი იციან, რატომღაც, ეს ვერ გაიგეს, სად ვიყავი, ხომ? თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად. თავზე ვადექი, ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედაა. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან და სხვაგან. მგონი, ეს ძალიან ცუდია, ძალიან მძიმეა, არ შეიძლება ასეთი რამ. იგივე, რაც კალაძის ოჯახზე გააკეთეს, ეს პოლიტიკა აღარ არის, უკაცრავად და ეს არის სიბინძურე. იგივე, როგორც ჩემზე, ვითომ ვისვენებდი და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა