ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

გისურვებთ, ერთი ღამე მარტო გაატაროთ იქ - შოვში..

ნახვები: 2509 გისურვებთ, ერთი ღამე მარტო გაატაროთ იქ - შოვში..

რა არ გავაკეთე, რაზე არ ვიფიქრე ეს დღეები, მაგრამ შოვს ვერ მოვშორდი. მივაყუჩებ და ვერ ვმკურნალობ ამ ტკივილს, ამ დრომდე.

მერე ერთბაშად მახსენდება - "ყველა ცოცხალია, გადარჩნენ" და "სამაშველო ღონისძიებები ხვალ დილიდან გაგრძელდება", მახსენდება ცოცხალი, იქ არ მყოფნი ადამიანის პოვნით გამოწვეული ყიჟინა, ყურში ჩამესმის შეურაცხყოფად ქცეული - "სტიქიას ვერავინ გაუმკლავდება ძმაო", და უფრო უარესი - სიკვდილის მოკავშირეობა - "ვერავინ გადარჩებოდა"...

კიდევ? კიდევ ის რომ ძალიან შეურაცხყოფილი უსუსური და უმწეო ვარ, რადგან ვიღაცას ჰყოფნის უტიფრობა, როდესაც მინიმუმ შანსს ვიყენებ და ვამბობ,- აი, გამაფრთხილებლები რომ ყოფილიყო... აუ, რამე რომ გაკეთებულიყო - პრევენცია, ხმოვანი შეტყობინების სისტემა - სულ რაღაც 100 მეტრი და ყველა ცოცხალი იქნებოდა, სულ რაღაც 2-3 წუთი და ყველა გადარჩებოდა....

იმედის, საკუთარი თავისთვის თუნდაც ემოციურად მიცემული შანსის გამო, საპასუხოდ, ხელისუფლების (!) დაფინანსებული ტროლი, ან ვიღაც რეალური მათი ახლობელი გარდაცვლილი დედის სულს მაგინებს და პარტიულ იარლიყს მაწებებს. და სულაც, არაფერში რომ არ იყოს ხელისუფლება ბრალში, ამ ყველაფერს რომ ნახულობს, კითხულობს და უხარია, რომ ვიღაც მკვდარ ან ცოცხალ დედას გაგინებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვარაუდობ და შანსს, იმედს ებღაუჭები წარსულ დროში - უკვე მორალურად გახრწნილია. და თუ თავად ახალისებს ამ ყველაფერს, მაშინ ვარლამ არავიძეა, რომელიც მიწის ღირსი ნამდვილად არ არის. რატომ? თუნდაც იმიტომ რომ მიწაში გახდნენ საძებნი ადამიანები იმისთვის, რომ მიწისთვის მიებარებინათ და არავინ არ თქვა: ჩვენ უნდა შევისწავლოთ შეგვეძლო თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება; ჩვენ უდიდესი ტკივილით გვტკივა;

არავინ არ თქვა: პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ყველა გადარჩა;

ვერავინ გაბედა ეთქვა - ჩვენ არ გვქონდა ზუსტი ინფორმაცია ღვარცოფში მოყოლილებზე და ამიტომ შევწყვიტეთ საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.

ასევე, ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა მეწყერში მოყოლებების პოლიტიკურ, მოქალაქეობრივ პოზიციას თუ ორიენტაციას. რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლება ხომ კარგა ხანია ასე იქცევა, - არსებობენ მხოლოდ მისი მკვდრები, მისი მხარდამჭერები, მისი ორიენტაცია არეულები და სხვები.

არც ერთი სინანულის სიტყვა, არც ერთი მორალური სიმძიმის ფრაზა. მხოლოდ იმაზე ფიქრი - როგორ გამოვძვრეთ, როგორ არ შეგვეტენოს. როცა ამაზე იწყებ ფიქრს, სულაც უდანაშაულო და უბრალეულოც უკვე დამნაშავე ხარ, უკვე ბრალეულობა მიგიძღვის.

ჰო, გამოენთება ახლა ვიღაც და იტყვის, რომ რა, ხელისუფლების წევრებს არ უყვართ სამშობლო თუ რა არის, რამე ხომ არ მეშლება... კი უყვართ ალბათ...

სამშობლო - აბა, მითხარით, რომელი წაართმევთ სამშობლოს ლიპარტ ბაღვაშს, სტალინს, ორჯონიკიძეს..? სამშობლო ისევე ეკუთვნის მათ, როგორც ეკუთვნის ფარნავაზს, ქუჯის, გორგასალს, დავით აღმაშენებელს, ცოტნე დადიანს...

სამშობლო? ჰო უყვართ! სახელმწიფო სძულთ. სახელმწიფო რომ უყვარდეთ იტყოდნენ - გვქონდა არასწორი ინფორმაცია, შევწყვიტეთ საძიებო სამუშაოები, თორემ შესაძლოა ერთი სიცოცხლე მაინც გადაგვერჩინა. შესაძლოა, ვერც კი, მაგრამ ვიბრძოლებდით. და ამას გაიგებდა ყველა ღირსეულად და სინანულით, ემოციური თანაგრძნობით ამ სიტყვების ავტორების მიმართ.

"გამოსამშვიდობებლად მთავრობისა და ხელისუფლების წევრებიც მივიდნენ".... დიახ, სწორედ ისე, დანაშაულის ადგილზე, რომ მივა დამნაშავე იმ გაცდით... თუმცა ალბათ არა, იმ განცდით არა - იმ განცდით, რომ "ვერავინ გადარჩებოდა", იმ განცდით, რომ ეს ღვთის სასჯელი იყო და მაინც გაიღეს მისვლის პატივი.

ჰო, ახლაც ვინც ისევ შეაწუხებთ ცხონებული დედაჩემის სულს, მხოლოდ იმას გისურვებთ, ერთი ღამე მარტო გაატაროთ იქ, სადაც ჯერაც ტრიალებენ გარდაცვლილთა სულები - შოვში..

ავტორი: გოჩა მირცხულავა

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა