Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კახა კალაძეა აქ ყველაფერი, ბატკანივით რომ მოაქვს თავი - ანზორ მელია გლდანში მომხდარ თავდასხმაზე

ნახვები: 570 კახა კალაძეა აქ ყველაფერი, ბატკანივით რომ მოაქვს თავი - ანზორ მელია გლდანში მომხდარ თავდასხმაზე

ნიკა მელიას მამა ანზორ მელია, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფება, ამბობს, რომ გლდანში მომხდარ თავდასხმაში მთავარი პირი კახა კალაძეა.

მისი თქმით, ამ 40-მდე ახალგაზრდას, ბრძანება ზემოდან რომ არ მიეღოთ, თავში აზრადაც არ მოუვიდოდათ ამის გაკეთება.

"კაცს მიუვარდნენ სახლში, ჩაულეწეს ცხვირ-პირი. მერე ნიკა და მეგობრები მივიდნენ და დაუდგნენ გვერდში მეგობარს. ეს მთავრობის ხელწერაა. ამ 11 წელიწადში ეს ახალგაზრდა ნარკომანები მოაძლიერეს, კვებეს კარგად, არიან დაგეშილები. ახლა ეს ამ ბიჭებს აზრადაც არ მოუვიდოდათ, ზემოდან რომ არ ყოფილიყო ბრძანება გაცემული. კახა კალაძეა აქ მთავარი ამ ყველაფერში, ბატკანივით რომ მოაქვს თავი. მაგალითი აჩვენოს, დასაჯოს ესენი და ყველაფერი მოწესრიგდება. 

ანზორ მელია ამბობს, რომ მისი შვილის სისხლის სამართლის მუხლით გასამართლებას "ოცნების" ხელისუფლება ვერ გაბედავს.

"ამას ვერ გააკეთებენ ნიკაზე, იმიტომ, რომ ნიკას საერთაშორისო ავტორიტეტი აქვს". - ამბობს ანზორ მელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა