ადვოკატი - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, აქვს მოძრაობის გაძნელება
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე ოპოზიციონერმა ის კი არ თქვა, 20 ივნისს შემოვუერთდებითო, არამედ მიშას მხარდაჭერილი აქციააო
War update: 237 combat engagements on front line over past day
ADF neutralizes 97 of 119 Russian drones overnight
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,260 over past day
G7 leaders agree to increase air defense deliveries to Ukraine
Ukraine's efforts pay off on all fronts – Costa
Trump willing to pressure Russia if G7 allies help with Iran – Politico

მიხეილ სარჯველაძე - გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ კონსულტაციებსა და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია - ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, თავის საქმეს მიხედოს!

28.09.2023 ნახვები: 597

გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებსა და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია - ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, თავის საქმეს მიხედოს! - ასეთია “ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის თქმით, “როდესაც ნახეს, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება ურთიერთობების ნორმალიზებით არის დაინტერესებული, ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ“.

სარჯველაძის მტკიცებით, თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება რაღაც თანამშრომლობაში არიან, ასეთი კონსპირაციის თეორიის საფუძველი არ არსებობს.

“რა შეიძლება იყოს ლავროვის ინტერესი, როცა ამ თემაზე ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს? ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები? - ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია, რომელიც მათ მიერ გაჟღერებული ლოზუნგების მიუხედავად, რუსული საქმის კეთებას არიან შემჩნეული“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შეთანხმებაზე სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობასთან“. ღარიბაშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ფრენების დაწყებაზე შესაბამის უწყებასა და რუსულ კომპანიებს ნებართვას აძლევს ფრენების დაწყებაზე.

“ძალიან მარტივადაა საქმე, ამას პატარა ბავშვი მიხვდება. გაგახსენებთ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის კომპანიებს, რუსულ კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა სკანდალი ნახეთ ამაში, რა აღმოაჩინეთ? მანამდე თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ მთავრობასთან შეთანხმება მოხდა. ეს ჩვენ ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს დაუწესებს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას წაადგება, კარგია. ეს ყველაფერი ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია, ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ დავეთანხმებით და დავეთანხმეთ კიდეც და შეთანხმება გავაფორმეთ, ვთქვით, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და არასანქცირებული თვითმფრინავები იფრენდნენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა