Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლეგენდარული, ვარსკვლავოსანი კუპატა აღარ არის - კუპატამ დიდი სიყვარული და ბევრი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა

ნახვები: 571 ლეგენდარული, ვარსკვლავოსანი კუპატა აღარ არის - კუპატამ დიდი სიყვარული და ბევრი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა

ბათუმის მკვიდრი, კუპატას სახელით ცნობილი უსახლკარო ცუგა დაიღუპა. კუპატა მთელმა საქართველომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი გაიცნო, რომელშიც ის ბავშვებს ზებრაზე გადასვლაში ეხმარებოდა და ავტომობილის უყურადღებო მძღოლებს უყეფდა.

ცუგას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გუშინ კი მისი მდგომარეობა დამძიმდა. ინფორმაცია კუპატას სახელით შექმნილმა ფეისბუქგვერდმა გაავრცელა.

"ლეგენდარულმა კუპატამ თითქმის 10 წლის შემდეგ დაგვტოვა. ჩვენი პატარა მეგობარი სამყარომ ერთი ვიდეოს დამსახურებით გაიცნო და მაშინვე ყველას თავი შეაყვარა. ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული კი ბევრად ადრე დაიწყო.
ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ კუპატას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელსაც დიდხანს ვებრძოდით. გუშინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაგვემშვიდობა.
მადლობა თქვენ, კუპატას ერთგულ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, სიყვარულისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. კუპატამ დიდი სიყვარული და ბევრი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა. პატარა მეგობარო, არასოდეს დაგვავიწყდები", — წერია პოსტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა