Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მიხეილ სააკაშვილი - მაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე! - ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ, სადაც არ უნდა გადამსვან, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია

ნახვები: 568 მიხეილ სააკაშვილი - მაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე! - ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ, სადაც არ უნდა გადამსვან, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია

მაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე! -ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ. სადაც არ უნდა გადამსვან, გამომკეტონ, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად გაითავისუფლებს თავს.

„ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდება, რაც საქართველოს თავს ხდება, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს არის დიდი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, ეს არის დიდი უსამართლობა ყველაფერი იმის მიმართ, რაც საქართველომ ამხელა ბრძოლით დაიმსახურა. რამდენი წელი ვიბრძვით, რომ ადამიანური ცხოვრება იყოს. თითქოს, სადღაც მივდიოდით. სამწუხაროდ, ხალიჩა გამოგვაცალეს ფეხქვეშ. უნდათ, რომ ისევ წაქცეულები ვიყოთ. აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე! აუცილებლად ვიქნებით მაგრად! მეც მაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე!

ამ ბრძოლაში ბოლომდე ვარ, ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ. სადაც არ უნდა გადამსვან, გამომკეტონ, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია. საქართველო აუცილებლად გაითავისუფლებს თავს. აუცილებლად დადგება ფეხზე. შეძლებს ამ ყველაფრის გამოსწორებას“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა