Trump and Xi discuss Russia’s war against Ukraine
AFU General Staff streamlines procedure for discharge from military service
France on Putin at G20: U.S. to decide who is invited
Trump and Xi hold talks at White House
მაკრონი: ლაიფციგის აეროპორტში მომხდარის მსგავსი თავდასხმა საფრანგეთშიც შეიძლება განხორციელდეს
წლების მანძილზე სახელმწიფო ბრალდებას წარმოვადგენდი, დღეს კი საქმეს დაცვის პოზიციიდან ვუყურებ - ინტერვიუ ადვოკატ თორნიკე ტატუნაშვილთან
ტრამპმა სი ძინპინს თეთრთავა არწივის ქანდაკება აჩუქა
უსამართლო მოსამართლეზე საშიში არავინ არის - ინტერვიუ ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილთან

შარლ მიშელი - მივესალმებით ქვეყნის განგრძობად ძალისხმევას, სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად

ნახვები: 641 შარლ მიშელი - მივესალმებით ქვეყნის განგრძობად ძალისხმევას, სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მიშელი აღნიშნავს, საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე კვლავ ძლიერია.

„კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ.

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებში აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგას“, - წერს შარლ მიშელი.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა