Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ბიძინა ივანიშვილი - 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს

ნახვები: 570 ბიძინა ივანიშვილი - 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს

„ქართულ ოცნებას“ დღეს 60%-ამდე აქვს რეალური რეიტინგი და არა ის, რასაც ოპოზიცია ცრუ კვლევებით აქვეყნებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ქართულ ოცნებას“ დღეს 60%-მდე აქვს რეალური რეიტინგი და არა ის, რასაც ეს ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია. ამაზეც ძალიან კარგად გავაკეთე აქცენტი ჩემს გამოსვლაში, მე ამისთვის არ მოვედი, მოვედი იმისთვის, რაც ვთქვი.

2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს. გავყვებით იმ ხაზს, რასაც 2012 წლიდან მივყვებით, რომ ჩვენი ქვეყანა 2030 წლამდე ევროკავშირის წევრი გახდეს, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დავხვეწოთ, რაც შემოვიტანეთ, გახსოვთ რა იყო მანამდე“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ გუნდი 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა, შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანია არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია საჭიროებს ახალი სიმძიმის ცენტრს და სწორედ მის მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება, ივანიშვილის თქმით, დღეს დროული და აუცილებელია.

„ამისთვის 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი, ჩემი სურვილი არ არის შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას. ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისთვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ჩვენი სამშობლო, ჩვენი ღირსეული და ამაყი ერი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ, სწორედ ამ პასუხისმგებლობამ დამაბრუნა კიდევ ერთხელ პოლიტიკაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა