Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რომან გოცირიძე უმრავლესობაზე - ესენი ალილო ფარისევლები არიან

ნახვები: 571 რომან გოცირიძე უმრავლესობაზე - ესენი ალილო ფარისევლები არიან

ესენი ალილო ფარისევლები არიან, ვითომ რელიგიასა და რწმენას იცავენ - მათი რელიგია და რწმენა ფული და ძალაუფლებაა, რასაც ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს! - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომლის განცხადებით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა გამკაცრდება.

გოცირიძის შეფასებით, “ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია მხოლოდ რიტუალურად ახსენდება“.

“ამ პარლამენტარების, ამ ალილო ფარისევლების მხრიდან რომელ კანონიერებაზე და კანონის გამკაცრებაზეა საუბარი?! პარლამენტის შენობის წინ აღმართულია ჯვრის მსგავსი რაღაც კონსტრუქცია, რომლის აღმართვის დღეს ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეეწირა, დღემდე დგას და სწორედ ამ ფარისევლობის გამო ხელი ვერ ახლეს. ვითომ რელიგიასა და ვითომ რწმენას იცავენ. მათი რელიგია და რწმენა არის ფული და ძალაუფლება, რასაც ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს და ემსახურებიან არა ქვეყანას, არამედ ივანიშვილის მმართველობას. ახლა რაღაც ახალი თემა გამოაგორეს კანონის გამკაცრებაზე...

ეშმაკის წარმომადგენელია სტალინი, ლენინი და ყველა ბოლშევიკი, რომლებმაც ასობით ათასი ადამიანი მარტო საქართველოში გაანადგურეს და რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ. ამ ადამიანების ხატებით არის მოფენილი პრორუსული ქართული ეკლესია, რომელიც დღემდე რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

“ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია რიტუალურად ახსენდება, როდესაც ქუჩაში გამოეფინებიან და ალილოს მსვლელობაზე გამოსულ ადამიანებს კანფეტებს ურიგებენ“, - განაცხადა გოცირიძემ.

აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.

მმართველი გუნდის ინიციატივით, რელიგიური ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა