Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ბენიამინ ნეთანიაჰუ - პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება

ნახვები: 570 ბენიამინ ნეთანიაჰუ - პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება

პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების შემთხვევაში ისრაელს სჭირდება უსაფრთხოების კონტროლი იორდანიის დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე. ეს ეწინააღმდეგება პალესტინის სუვერენიტეტის იდეას. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მაც, მოითხოვა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ეს კონფლიქტი ეხება არა პალესტინის სახელმწიფოს არარსებობას, არამედ ებრაული სახელმწიფოს არსებობას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელელი პოლიტიკოსები, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ემხრობიან.

„ისინი, ვინც ნეთანიაჰუს მომდევნო დღეზე საუბრობენ, რეალურად საუბრობენ პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრს უნდა შეეძლოს ჩვენი მეგობრებისთვის უარის თქმა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა