მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

თაკო ჩარკვიანი - „ბულკებზე“ გაზრდილი საბა ბუაძის, "მუსტანგზე" ამხედრებული ხაზარაძისა და ივანიშვილის გახარიას იმედად ვინც არის დარჩენილი, ან პოლიტიკურად ბეცია, ან “ნეტარი”

ნახვები: 612 თაკო ჩარკვიანი - „ბულკებზე“ გაზრდილი საბა ბუაძის, "მუსტანგზე" ამხედრებული ხაზარაძისა და ივანიშვილის გახარიას იმედად ვინც არის დარჩენილი, ან პოლიტიკურად ბეცია, ან “ნეტარი”

არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები?, - ამის შესახებ ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვინც „ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის, გახარიას იმედად არის დარჩენილი“, ან „პოლიტიკურად ბეცია“ , ან “ნეტარი“.

"არ გავიდეთ გარეთ, არა ????? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები??? რატომ??? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 “მატრასი” ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ, არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა “აქოურმა ” კომფორტს მორგებულმა “ზარმაცმა ” ოპოზიციონერმა იღლიცინა, მახსოვს ყოფილი ხელისუფლების დროს (4 თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი).

ჰოდა გახარია რომ ოპოზიცია გეგონება, სახლებიდან ქუჩაში კი არა, ქვეყნიდან გაყრიან პატრიოტებს ცოტა ხანში!

კარვები და ლეიბები "ტეხავს" რუსთაველზე? რუსთაველზე გასვლა არააქტუალურია??? როგორც ერთმა პოლიტლუზერმა თქვა. ხოდა “ბულკებზე”- ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, ამერიკულ ძვირადღირებულ მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის, გახარიას იმედად დარჩენილი ვინც არის, ან პოლიტიკურად ბეცია , ან “ნეტარი”…..

მოქალაქეების გამოსახლების კადრებს ვუყურებდი და სიმწრისგან ( შემზარავ კადრებს ) გალაკტიონი მომაგონდა “ ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი, თმით მიმოზებით ნუკრის თვალებით……… შეშლილი სახით კიოდა ქუჩა , შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა”....

მტვერში, ქუჩაში, მტრის გარემოცვაში დარჩენილია საქართველო!“, - წერს ჩარკვიანი „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა