Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სებ-ი - ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 200 მილიონი ლარით გაიზარდა

ნახვები: 571 სებ-ი - ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 200 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის 50.60 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 183.38 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 668.20 მლნ ლარით, ანუ 3.34%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 851.58 მლნ ლარით, ანუ 2.80%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 49.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.03 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.55% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.18%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.78%, ხოლო ევროს წილმა 19.36% შეადგინა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა