Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ხაშური-ახალციხე-ვალეს, ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზების მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა

ნახვები: 568 ხაშური-ახალციხე-ვალეს, ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზების მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშური-ახალციხე-ვალეს, ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზების მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.

„ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთსა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა