Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაშლილ სეგმენტებს შორის გაერთიანებები შორს ვერ წავა

ნახვები: 570 ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაშლილ სეგმენტებს შორის გაერთიანებები შორს ვერ წავა

ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლილი ნაწილების შეკოწიწების მცდელობაა, ალბათ მელია და გვარამია და კიდევ შეიძლება ვიღაც, ერთ ახალ გაერთიანებად მოგვევლინონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაშლილ სეგმენტებს შორის გაერთიანებები შორს ვერ წავა და რაიმე სიახლეს პოლიტიკაში ვერ შემოიტანს.

„მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცალსახად კრიზისშია და დაშლილია. ამიტომ ახლა ხდება, გარკვეულწილად, ამ დაშლილი ნაწილების შეკოწიწების მცდელობა და პროგნოზიც ბევრი თქმულა. ალბათ მელია და გვარამია და კიდევ შეიძლება ვიღაც, ერთ ახალ გაერთიანებად მოგვევლინონ. რაც შეეხება სააკაშვილთან შეხვედრას, მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი არის ძალიან დიდ გაუგებრობაში, მკაფიოდ დაუჭიროს მხარი ხაბეიშვილს თუ მკაფიოდ დაუჭიროს მხარი მელიას. საბოლოო ჯამში, ალბათ სააკაშვილი არცერთ მხარეს ბოლომდე არ დაგმობს, ორივე მხარეს მეტ-ნაკლებად გარკვეულ მხარდაჭერას გამოუცხადებს, რადგან მას დიდი არჩევანიც არ გააჩნია. გამომდინარე აქედან, ეს რაიმე ახლის მომტანი არ არის, საარჩევნო კუთხითაც ეს დაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, საუბარი მაინც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მყარი ამომრჩევლის გადანაწილებაზე. ამის იქით ეს გაერთიანებები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაშლილ სეგმენტებს შორის მიმდინარეობს, უფრო შორს ვერ წავა და რაიმე სიახლეს პოლიტიკაში ვერ შემოიტანს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა