Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი კობახიძე - არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი

ნახვები: 569 ირაკლი კობახიძე - არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი

ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, მან თავად განმარტა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები, რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი და ა.შ. ეს ყველაფერი არის იმ სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი, რაც ვრცელდებოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი და ეს არის „ქართული ოცნება“.

„აქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, მათ შორის სამთავრობო გუნდიც. მომავალშიც იქნება არა ირაკლი კობახიძის გუნდი, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი და ამ პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეს პერსონიფიკაცია არის ცარიელი სპეკულაცია, შესაბამისად ამას არანაირი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მადლობას უხდის მთლიანად გუნდს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა პრემიერად მისი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ასევე, პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს და დელეგატებს.

„პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს და გუნდის ერთიანობა ამ შემთხვევაშიც საკვანძოა. როგორც მოგეხსენებათ, პარტიის წესდების თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება არის პარტიის საპატიო თავმჯდომარის პრეროგატივა. შესაბამისი პროცედურის მიხედვით, მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს  ნდობისა და ამ გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა