Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ანა ნაცვლიშვილი - რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის

ნახვები: 571 ანა ნაცვლიშვილი - რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის

ბურჭულაძე იმით დაგვამახსოვრდა, რომ ოკუპაციის პირობებში, ლიბერალიზმი ქვეყნის მთავარ საფრთხედ დაასახელა, ალბათ, ნატო-შიც არ წავა და ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ში ელჩად დანიშვნის შეთავაზება მიიღო.

ამასთან ნაცვლიშვილის განცხადებით, კობახიძის პრემიერად წარდგენა „საბოლოო ბეჭედს უსვამს რუსულ მიმართულებას“.

„ის, რომ რუსული კანონის ავტორი პრემიერად არის წარდგენილი, საბოლოო ბეჭედს უსვამს რუსულ მიმართულებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული. რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის. საქართველოსთვის ეს არის ძალიან სახიფათო ხელისუფლება. იქნებ საზოგადოება, საკუთარი ამომრჩეველი მაინც ჩათვალონ ღირსად და თქვან, რა პარამეტრებით უშვებენ ბურჭულაძეს, თუ სხვებს ტოვებენ?! ან სხვებს რატომ ტოვებენ, თუ ბურჭულაძეს უშვებენ?!

ბურჭულაძეს რაც შეეხება - ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მინისტრმა თქვა, ამ ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე ლიბერალიზმიაო. ამით რომ დაგამახსოვრებს თავდაცვის მინისტრი თავს ძალიან მძიმედ არის საქმე. რა ვიცი, ალბათ ნატო-ში არ წავა, რადგან დასავლეთი საფრთხედ აქვს აღქმული და ალბათ, სადმე უფრო ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა