Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირანის პრეზიდენტი - ომის დაწყება არ გვსურს, მაგრამ ნებისმიერ თავდასხმას შესაბამის პასუხს გავცემთ

ნახვები: 569 ირანის პრეზიდენტი - ომის დაწყება არ გვსურს, მაგრამ ნებისმიერ თავდასხმას შესაბამის პასუხს გავცემთ

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს. ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ვაშინგტონი მიჩვეულია სხვა სახელმწიფოების იძულებას მუქარის გზით. ის ამბობს, რომ ირანთან დაკავშირებით ვაშინგტონში ამჟამად ტონი შეცვლილი აქვთ. ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ვაშინგტონის მიერ ნებისმიერ თავდასხმას თეირანი შესაბამის პასუხს გასცემს.

„ამერიკის შეერთებული შტატები სხვა სახელმწიფოებთან მუქარის ენით საუბარს არის მიჩვეული. ისინი მუდამ აცხადებენ, რომ სამხედრო გზით შეუძლიათ პრობლემის გადაჭრა, ახლა კი სხვა რამ გვესმის – მათ ისიც კი თქვეს, რომ ირანთან ომი არ სურთ. ომის დაწყება არც ჩვენ გვსურს, მაგრამ ნებისმიერ თავდასხმას შესაბამის პასუხს გავცემთ”, – აცხადებს ებრაჰიმ რაისი, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი.

სატელიტური ფოტო სამხედრო ბაზისა, სადაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი დრონებით თავდასხმას ემსხვერპლა. Copyright Planet Labs PBC via AP

ვითარება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განსაკუთრებით დაიძაბა იორდანიისა და სირიის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზაზე სამი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ. ვაშინგტონში მომხდარში ბრალს თეირანის მიერ მხარდაჭერილ ორგანიზაციებს სდებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა