საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors

პრეზიდენტი "ერთობის პლატფორმის" ინიციატივის ფარგლებში "ლელოს" ლიდერებს ხვდება

07.02.2024 ნახვები: 554

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს. ამ წუთებში პრეზიდენტი „ლელოს“ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხვდება.

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ცალსახად აცხადებს იმას, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრირება. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ადმინისტრაციასთან განუცხადა.

„დღევანდელი შეხვედრა ეხება პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პროევროპული, ე.ი. პროქართული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას ერთიანი მიზნის ირგვლივ, იგულისხმება ქარტია, რომელიც ცალსახად აცხადებს, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრირება. ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ამოცანა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სწორედ გაერთიანებისკენ მოუწოდებს განსხვავებით მმართველი ძალისგან, რომელიც პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ საზოგადოება გახლიჩოს. ამიტომ მმართველი ძალის, პრორუსული ძალის ქმედებას, გახლიჩოს საზოგადოება, პირიქით, ჩვენ დავუპირისპირებთ ძალისხმევას, რომ საზოგადოება ამ ისტორიულ მომენტში გავაერთიანოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს წინ სწრაფად იაროს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძესთან ერთად პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფება “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. „ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა