მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

ირაკლი კობახიძე - ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია

ნახვები: 611 ირაკლი კობახიძე - ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია

ჩვენი საგარეო პოლიტიკა აქტიურად იქნება მიმართული საგარეო პოზიციების გაძლიერებაზე. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო 2030 წლისთვის ყველაზე უკეთ იყოს მომზადებული იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.

„კანდიდატის სტატუსის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი ევროინტეგრაციის მიმართულებით. ბუნებრივია, აქტიურად გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ცხრა პუნქტის შესრულებაზე მუშაობა, რისთვისაც მთავრობას უკვე აქვს დამტკიცებული შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანია და ეს აუცილებლად ასე იქნება, 2030 წლისთვის ვიყოთ ყველაზე უკეთ მომზადებული კანდიდატ ქვეყნებს შორის იმისათვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, გაგრძელდება აშშ-სთან და ნატო-სთან აქტიური თანამშრომლობა.

„გაგრძელდება თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერების კუთხით, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. ასევე, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ნატო-სთან. როგორც ასპირანტი ქვეყანა, საქართველო განაგრძობს ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებას, წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობას, აგრეთვე პრაქტიკულ და პოლიტიკურ თანამშრომლობას ინდივიდუალურად მორგებული პროგრამის ფარგლებში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა