Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი - წელს ჩვენი ამოცანაა, რუსეთს მაქსიმალური სისტემური დანაკარგები მივაყენოთ

ნახვები: 568 ვოლოდიმირ ზელენსკი - წელს ჩვენი ამოცანაა, რუსეთს მაქსიმალური სისტემური დანაკარგები მივაყენოთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს უნდა მოხდეს უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება, შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების გაზრდა და რუსეთისთვის მაქსიმალური სისტემური დანაკარგების მიყენება.

„წელს ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ფარი და უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები, არამედ რუსეთს მივაყენოთ მაქსიმალური სისტემური დანაკარგები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საუბარია რუსეთის გაყინულ აქტივებზე და უკრაინა ენერგიულად მუშაობს პარტნიორებთან, რათა რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ.

ზელენსკიმ თქმით, მან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე რუსული აქტივების კონფისკაციის თემა განიხილა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ერთიან და ძლიერ გადაწყვეტას მოითხოვს.

"ყველაფრის კონფისკაცია უნდა მოხდეს და უნდა ვიმუშაოთ ტერორისგან თავის დასაცავად. სამართლიანია პასუხის გაცემა ტერორისტებისთვის, სამართლიანია ტერორისტების განადგურება და სამართლიანია, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს გადავახდევინოთ იმისთვის, რასაც აკეთებს," - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა