Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს - სახლებს, სასტუმროს, რესტორანსა და ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა

ნახვები: 568 რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს - სახლებს, სასტუმროს, რესტორანსა და ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქზე Shahed-ის დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ზმიევის თემში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოკუპანტებმა ზმიევის თემის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები განახორციელეს. მაშველებმა სასტუმროს შენობაში, რესტორანსა და 3 მსუბუქ ავტომობილში ხანძარი ჩააქრეს“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, დაცვის დაშავებულ თანამშრომელს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. თავდასხმების შედეგად დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლები, დასასვენებელი კომპლექსის სამსართულიანი შენობა და რესტორანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ძალების ცნობით, 9 თებერვლის ღამეს რუსებმა უკრაინას Shahed-136/131 ტიპის 16 დრონით შეუტიეს, აქედან 10 უკრაინელებმა გაანადგურეს.

„საბრძოლო მუშაობის შედეგად, 10 „შაჰედი“ განადგურდა მიკოლაივის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა