მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკული დახმარება აახლოებს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში

ნახვები: 612 ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკული დახმარება აახლოებს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა აშშ-ის სენატში გამართულ კენჭისყრას, რა დროსაც მხარი დაუჭირეს კანონპროექტს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.

„ამერიკული დახმარება აახლოებს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში და აღადგენს გლობალურ სტაბილურობას, რაც გამოიწვევს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდას ყველა ამერიკელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, აშშ-ის დახმარება უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს.

„ჩვენ, უკრაინაში, აშშ-ის მუდმივი დახმარება გვეხმარება რუსული ტერორისგან ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში სიცოცხლე გაგრძელდება და ომზე გაიმარჯვებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა დღეს მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, აქედან 61 მილიარდი აშშ დოლარი უკრაინისთვისაა განსაზღვრული. კანონპროექტს მხარი 70 სენატორმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 29 კანონმდებელი წავიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა