მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

ბენიამინ ნეთანიაჰუ - მძევლების გათავისუფლებისთვის ნებისმიერ ფასს ვერ გადავიხდით

ნახვები: 611 ბენიამინ ნეთანიაჰუ - მძევლების გათავისუფლებისთვის ნებისმიერ ფასს ვერ გადავიხდით

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლებისთვის ნებისმიერ ფასს არ გადაიხდის.

ღაზაში დარჩენილი 134 მძევლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, სმოტრიჩმა Kan Radio-ს განუცხადა, რომ მათი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება მათი ნებისმიერ ფასად გათავისუფლება.

ბეზალელ სმოტრიჩის თქმით, მძევლების გათავისუფლების გზა არის ღაზაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება და „ჰამასის“ დამარცხება.

აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც სმოტრიჩის პოზიციას იმეორებს.

„ისრაელზე დიდი ზეწოლა ხდება სამშობლოდან და საზღვარგარეთიდან, რათა შეწყვიტოს ომი, სანამ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს, მათ შორის მიმდინარეობს ზეწოლა, მივაღწიოთ შეთანხმებას მძევლების გათავისუფლებაზე ნებისმიერი ფასის სანაცვლოდ. ჩვენ არ ვართ მზად ნებისმიერი ფასი გადავიხადოთ, რა თქმა უნდა, არც ის ბოდვითი ხარჯები, რასაც „ჰამასი“ ჩვენგან ითხოვს და რაც ისრაელის სახელმწიფოს დამარცხებას ნიშნავს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა