Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

იენს სტოლტენბერგი - უკრაინას F-16-ების გამოყენებით თავდაცვის უფლება აქვს

ნახვები: 568 იენს სტოლტენბერგი - უკრაინას F-16-ების გამოყენებით თავდაცვის უფლება აქვს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით.

რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში შეკითხვაზე, როდის შეძლებს უკრაინა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ამის თქმა შეუძლებელია. მან გაიმეორა, რომ უკრაინის მოკავშირეებს სურთ, რომ თვითმფრინავები უკრაინაში რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს, მაგრამ განმარტა, რომ F-16-ების ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუ მფრინავები, ტექნიკური მომსახურების ეკიპაჟები და სხვა დამხმარე პერსონალი კარგად მომზადებული იქნებიან.

”ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სამხედრო ექსპერტებს, თუ ზუსტად როდის ვიქნებით მზად ან როდის იქნებიან მოკავშირეები მზად F-16-ების გაგზავნისა და მიწოდების დასაწყებად. რაც მალე მით უკეთესი," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი განმარტებით, თითოეულმა მოკავშირემ თავად უნდა გადაწყვიტოს, მიაწოდოს თუ არა F-16 უკრაინას და მოკავშირეებს განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ომი უკრაინაში არის აგრესიის ომი, და უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე უკრაინის გარეთ დარტყმების განხორციელების ჩათვლით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა