Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

იენს სტოლტენბერგი - ნავალნის სიკვდილმა და ავდეევკის დატოვებამ უნდა მიიქციოს ნატო-ს წევრებისა და მოკავშირეების ყურადღება

ნახვები: 569 იენს სტოლტენბერგი - ნავალნის სიკვდილმა და ავდეევკის დატოვებამ უნდა მიიქციოს ნატო-ს წევრებისა და მოკავშირეების ყურადღება

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილმა და უკრაინელი სამხედროების მიერ ავდეევკის დატოვებამ უნდა მიიქციოს ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და მისი მოკავშირეების ყურადღება, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის აუცილებლობის მხრივ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ნავალნის ხსოვნისადმი პატივისცემის საუკეთესო გზაა, რომ არ მიეცეს პუტინს ბრძოლის ველზე გამარჯვების საშუალება და უზრუნველვყოთ უკრაინის უპირატესობა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა უკრაინელი სამხედროების მიერ ავდეევკას დატოვებაზე. სტოლტენბერგის თქმით, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო დახმარება.

რაც შეეხება ნავალნის სიკვდილს, ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაპყროს კრემლის რეჟიმის ავტორიტარულ ხასიათზე.

სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემაზე. მისი თქმით, უკრაინის ყველა მოკავშირეს სურს უკრაინაში ავიაგამანადგურებლების რაც შეიძლება მალე ხილვა, მაგრამ გენერალური მდივნის განცხადებით, ასევე უნდა იზრუნონ მფრინავებისა და მექანიკოსების მომზადებაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა