Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ჯო ბაიდენი - პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ ისინი, რომლებიც ხელს უშლიან უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ახალი კანონპროექტის მიღებას

ნახვები: 569 ჯო ბაიდენი - პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ ისინი, რომლებიც ხელს უშლიან უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ახალი კანონპროექტის მიღებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ ისინი, ვინც ხელს უშლიან უკრაინის სამხედრო დახმარების თაობაზე ახალი კანონპროექტის მიღებას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ ორწლიანი ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ ბრძოლას, მაგრამ მათ ეწურებათ საბრძოლო მასალა.

„უკრაინას სჭირდება დიდი მარაგები აშშ-სგან, რათა გაამაგროს ხაზი რუსეთის უწყვეტი თავდასხმების წინააღმდეგ, რომელსაც ეხმარებიან იარაღით და საბრძოლო მასალით ირანიდან, ჩრდილოეთ კორეიდან. სწორედ ამიტომ, წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული დამატებითი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი, ვიდრე ეს გვიანი იქნება“, – აღნიშნავს ბაიდენი  განცხადებაში.

ამასთან, ბაიდენის განცხადებით, ამერიკელმა ხალხმა და ხალხებმა მთელ მსოფლიოში უნდა გაიგონ, რომ ბრძოლის ფსონები უკრაინის ფარგლებს სცილდება.

„ათი წლის წინ პუტინმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, შექმნა მარიონეტული რეჟიმები უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში. ორი წლის წინ ეცადა უკრაინის რუკიდან გაქრობას. პუტინი სიკვდილისა და ნგრევის ფასს თუ არ გადაიხდის, ის გააგრძელებს მოქმედებას და გაიზრდება ფასი შეერთებული შტატებისთვის – ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ევროპაში, მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა