Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თოფურიამ „რეალის“ არენაზე ჩემპიონის ქამარი წარადგინა

ნახვები: 569 თოფურიამ „რეალის“ არენაზე ჩემპიონის ქამარი წარადგინა

ილია თოფურიამ „სამეფო კლუბის“ არენაზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ახალი ისტორია დაწერა  – ფეხბურთისა და შერეული ორთაბრძოლების უთვალავი გულშემატკივრის წინაშე UFC-ის ქამარი წარადგინა. ეს ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში მოხდა, სადაც „რეალმა“ „სევილიას“ უმასპინძლა.

ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, 18 თებერვალს შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. ილია საქართველოსთვისაც და ესპანეთისთვისაც პირველი სპორტსმენია, ვინც UFC-ის ჩემპიონი გახდა. თოფურიას ტრიუმფი ორივე ქვეყანისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა, რაც შერეული ორთაბრძოლების დიდ პოპულარობას კიდევ ერთხელ ადასტურებს და რაც დღეს „ბერნაბეუს“ დიდებულ სტადიონზე მოხდა.

„არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ გუნდი, რომელიც ესპანეთის ფასეულობებს ჩემთვის ყველაზე მეტად წარმოადგენს, მადრიდის „რეალია“. ეს ის ფასეულობებია, რომელთანაც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვაკავშირებ“, – განაცხადა რამდენიმე დღით ადრე ჩემპიონმა.

ილიას ჩემპიონობას მანამდე მადრიდის „რეალიც“ გამოეხმაურა:

„ვულოცავთ ილიას თოფურიას ესპანური სპორტის ამ ისტორიულ ტრიუმფს. ვამაყობთ, რომ „რეალის“ ერთგული გულშემატკივარი UFC-ის ჩემპიონი გახდა“, – დაწერა „სამეფო კლუბის“ პრესსამსახურმა.

1tv.ge

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა