Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რობინ დანიგანი - საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები

ნახვები: 571 რობინ დანიგანი - საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები

საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის მანძილზე ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ელჩმა განაცხადა, აშშ მხარს უჭერს საქართველოს და მისი, როგორც ელჩის მოვალეობაა, ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, საქართველოსთან გავაღრმაოთ ურთიერთობები და პარტნიორობა. როდესაც იყო წითელი არმიის მიერ საქართველოს ტრაგიკული ანექსიის დღე, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის მანძილზე ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. შევხედრივარ ძალიან ბევრ ქართველს,  ვისი ცხოვრებაც შეიცვალა აშშ-საქართველოს პარტნიორობით – ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. აშშ-მა ხელი შეუწყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრეები, 1 600-მა ადამიანმა ისარგებლა სამხედრო განათლების მიღებით აშშ-ში. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. რომ გადავხედოთ ამ 32 წელს, აშშ არის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხადამჭერი საქართველოსი“, – განაცხადა დანიგანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა