Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

იაგო ხვიჩია - ეტყობა, 2003 წელს ახალგაზრდები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები

ნახვები: 570 იაგო ხვიჩია - ეტყობა, 2003 წელს ახალგაზრდები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები

პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს წარმოადგენს შვიდი პარტია, ხოლო აქედან ბარიერს გადალახავს მხოლოდ ის, რომელსაც სააკაშვილი დაუჭერს მხარს.

„ხმები რომ არ დაიკარგოს, საჭიროა, ყველა „ნაცური“ პარტია დაბრუნდეს „ნაცებში“, რასაკვირველია, ორი ნიკას თამადობით. ისინი პირველი უნდა დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც სათანადო წინადადებას მიიღებენ „ნაცებისგან“. ახლა ვაჭრობის პროცესი მიმდინარეობს, ამ ვაჭრობაში ვინ რას გამოიმუშავებს, ეს არის მთავარი კითხვა. შვიდი „ნაცური“ პარტიის გაერთიანება არ არის კოალიცია. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ „რექონსილეიშენი“, როგორც ბატონი გვარამია იტყოდა, მაგრამ შემდეგ თვითონვე უღალატა ამ იდეას. ვუსურვებდი, დაუბრუნდეს „ნაცების“ ერთად შეგროვების იდეას“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას, რომ წლევანდელი არჩევნები პოლიტიკური ლიდერების მოწონებაზე არ იქნება დაფუძნებული და „არ იქნება „სექსი“ არჩევნები“, – იაგო ხვიჩია ამბობს: „ეტყობა, 2003 წელს ახალგაზრდები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და რაც ენატრებათ, იმას უსვამენ ხაზს, საკუთარ ახალგაზრდობას, რომელიც შეიძლება, ასეც გამოხატო, რომ მაშინ სექსუალურად გამოიყურებოდნენ. ვინაიდან, დღეს ჩვენ არ გამოვიყურებით სექსუალურად, სხვა ვინ შეიძლება, ასე გამოიყურებოდესო, მე ასე გავიგე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა