Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კახა კალაძე - პრემიერმა-მინისტრმა ყველაზე კარგად იცის, რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილებები მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით

ნახვები: 569 კახა კალაძე - პრემიერმა-მინისტრმა ყველაზე კარგად იცის, რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილებები მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით

პრემიერმა-მინისტრმა ყველაზე უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილებები მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ამ საკითხზე და კითხვები ამოწურულია.

„პრემიერ-მინისტრმა თავად ისაუბრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვრცელად გააკეთა განმარტებები, ვერაფერს დავამატებ. ირაკლი კობახიძემ ჩემზე უკეთ იცის, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იმოქმედოს. ის არის მთავრობის ხელმძღვანელი. ის იღებს გადაწყვეტილებს, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს მთავრობასთან დაკავშირებით“,-განაცხადა კალაძემ.

მან აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

„ყველა მინისტრი ადგილზეა, აგრძელებს მუშაობას. ბატონმა ირაკლიმ ვრცელად ისაუბრა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კითხვები ამოწურულია“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ხედავდა თუ არა ის ზურაბ აზარაშვილის მუშაობაში ხარვეზებს, კალაძემ უპასუხა, რომ ის არ არის მთავრობის ხელმძღვანელი.

„მე არ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი. პრემიერ-მინისტრს უშუალო შეხება აქვს მთავრობის, მინისტრების მუშაობასთან. პრემიერმა -მინისტრმა ყველაზე უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილებები მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა