Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი ღარიბაშვილი - არ არსებობს „ნაცმოძრაობისგან“ დამოუკიდებელი პარტია, „ლელო-ნაციონალები“, „გირჩი-ნაციონალები“ თუ სხვა, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელთა მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

ნახვები: 569 ირაკლი ღარიბაშვილი - არ არსებობს „ნაცმოძრაობისგან“ დამოუკიდებელი პარტია, „ლელო-ნაციონალები“, „გირჩი-ნაციონალები“ თუ სხვა, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელთა მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

ე.წ. კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ გადაწყვიტა, მოახდინონ გაშლა, ეს კარგად აპრობირებული მეთოდი აქვთ. ეს ე.წ. ახალი ტაქტიკა მდგომარეობს შემდეგში: რამენაირად 20 პროცენტი გადაუწყვეტელი ან შუაში მყოფი ამომრჩეველი შეაცდინონ და წარმოაჩინონ, თითქოს ისინი არ წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, რეალურად, არ არსებობს დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ყველა მათგანი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.

„სინამდვილეში ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ჩვენი ხალხი, საზოგადოება ამას, რა თქმა უნდა, არ მიიღებს. ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, რომ რეალურად, არ არსებობს არც ერთი „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი პარტია, იქნება ეს „ლელო-ნაციონალები“, „გირჩი- ნაციონალები“ თუ სხვა. ეს არის ერთიანი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთა მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს არჩევნები ძლიერად და დამაჯერებლად მოვიგოთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა