Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

შალვა პაპუაშვილი მარტის აქციებზე - შარშან მარტში ჩვენ ვნახეთ კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული დეზინფორმაციული შტურმი

ნახვები: 571 შალვა პაპუაშვილი მარტის აქციებზე - შარშან მარტში ჩვენ ვნახეთ კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული დეზინფორმაციული შტურმი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში 2023 წლის მარტში „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ სინამდვილეში, რაც გასულ წელს მარტის აქციების დროს მოხდა, იყო ის, რომ აჯანყდნენ ის პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათი ინტერესი იყო, რომ ეს დამალულად დარჩენილიყო.

„შარშან მარტში ჩვენ ვნახეთ კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული დეზინფორმაციული შტურმი ქართულ საზოგადოებაზე. გავიდა დრო და ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ მაშინ მწარედ მოატყუეს. დარწმუნდა, რომ სინამდვილეში, რაც მაშინ მოხდა, იყო ის, რომ აჯანყდნენ ის პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათი ინტერესი იყო, რომ ეს დამალულად დარჩენილიყო. გავიდა ერთი წელი და ქართველ ხალხს აქვს უფრო მეტი შედეგი, ვიდრე ამ კანონით მიაღწევდა. ერთი წლის თავზე, ჩვენ უფრო მეტი ვიცით ამ პარტიებზე, ორგანიზაციებზე და მათი ფარულად დაფინანსების სქემებზე. და ეს არის შედეგი, რომელსაც ქართველმა ხალხმა თავისი სიბრძნით და საკითხში სწორედ გარკვევით მიაღწია”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა