Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კამალა ჰარისი - მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ან თუნდაც არ გავაერთიანოთ ისრაელის მთავრობა ისრაელელ ხალხთან

ნახვები: 571 კამალა ჰარისი - მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ან თუნდაც არ გავაერთიანოთ ისრაელის მთავრობა ისრაელელ ხალხთან

ნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ან თუნდაც არ გავაერთიანოთ ისრაელის მთავრობა ისრაელელ ხალხთან, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ არ შეწყვეტს ისრაელის მხარდაჭერას ღაზის ომის გამო, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის მზარდი იმედგაცრუების ფონზე.

CBS-თან ინტერვიუში საუბრისას კამალა ჰარისს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა აშშ-მა შეწყვიტოს დახმარება ისრაელისთვის პალესტინელების მსხვერპლის მზარდი რაოდენობისა და ღაზაში არასაკმარისი ჰუმანიტარული დახმარების გამო.

„ამ თემაზე, ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ და არსებობს უამრავი გრძნობა, რაც სამართლიანად არის დაფუძნებული იმ საშინელებაზე, რაც მოხდა. 7 ოქტომბერს 1 200 ადამიანი დახოცეს, ბევრი ახალგაზრდა, რომელიც მხოლოდ კონცერტს ესწრებოდა, ქალებს საშინლად, საშინლად შეურაცხყოფდნენ და გააუპატიურეს. გაუპატიურება იყო ომის იარაღი. შემდეგ უყურებთ რა ხდება ღაზაში ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით, საიდანაც ჩანს საშინელი სურათები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ან თუნდაც არ გავაერთიანოთ ისრაელის მთავრობა ისრაელელ ხალხთან. ისრაელ ხალხს აქვს უსაფრთხოების უფლება, ისევე, როგორც პალესტინელებს თანაბრად“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა