საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors

საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

14.03.2024 ნახვები: 553

საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1753) საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა 14 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა კრძალავს არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსებას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არასათანადოდ მიიჩნევს მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო პერიოდს მიღმა პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებას და ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მისი გავრცელებისთვის.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საკანონმდებლო მოწესრიგება ემსახურება საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესში მომეტებული ფინანსური გავლენების განეიტრალების ლეგიტიმურ მიზანს. თავის მხრივ, ეს მიზანი რელევანტურობას კარგავს არა წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან კანონი საფრთხის სიმცირიდან გამომდინარე „პოლიტიკური რეკლამის“ ცნებას არ განავრცობს არა წინასაარჩევნო პერიოდზე. ამასთან, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის არა წინასაარჩევნო პერიოდზე განვრცობის შემთხვევაშიც კი შეზღუდვა იმდენად ფართოა, რომ არ აკმაყოფილებს პროპორციულობის კონსტიტუციურ სტანდარტს. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი წესი გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

იმავდროულად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, სადავო ნორმატიული შინაარსით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეესაბამება კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნას, რომლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს არა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გაშუქების აკრძალვას, ხოლო გასაჩივრებულ რეგულაციიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ არა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშუქების აკრძალვის ამოკითხვა, ნორმის ფართო და განუჭვრეტელი ინტერპრეტაციის შედეგია, რაც არ არის შეთავსებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნასთან გამოხატვის თავისუფლების მხოლოდ კანონის საფუძველზე შეზღუდვასთან დაკავშირებით.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა