Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა განაყოფისთვის, თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი

ნახვები: 568 შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა განაყოფისთვის, თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი

სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მისი განაყოფისთვის, თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი. სხვა დანარჩენი მცდელობაა, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალებში ნაცარი შეაყარონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უცხოური ჯგუფების ინტერესების მიზანი იყო, რადიკალიზმით გამორჩეული ნიკა მელია და ნიკა გვარამია გარეთ ყოფილიყვნენ, რათა რევოლუციური სცენარების ორგანიზება მოახდინონ.

„თავის დროზე, არც გიორგი ვაშაძეს გამოუვიდა, თითქოს რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განუდგა. ეს არც სხვა ჯგუფებს გამოუვიდათ, რომლებიც აჩვენებდნენ, თითქოს წინააღმდეგობაში იყვნენ. სინამდვილეში, ამ პოლიტიკური ფილოსოფიის მატარებელ გარკვეულ პოლიტიკურ სეგმენტს ერთადერთი ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი ჰყავს, რომელიც, თავის მხრივ, სრულად მართულია უცხოური პოლიტიკური ჯგუფებიდან და ჩვენ ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება, რომ ის რამენაირად დაიხსნან ციხიდან. ეს კეთდება ერთადერთი მიზნით, მას რამენაირად ისევ დაუბრუნონ ძალაუფლება, რათა გამოყენებული იყოს სხვა უცხოური პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების მისაღწევად. ამიტომაც იყო ჩადებული ძალისხმევა ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ციხიდან დახსნისთვის. ყველა ვხედავთ, საერთო მიზანი რა იყო. ნიკა მელიას შემთხვევაში, გვეუბნებოდნენ, რომ დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანი იყო, ის გარეთ ყოფილიყო. ასევე ნიკა გვარამიას შემთხვევაში გვეუბნებოდნენ, რომ ეს დეპოლარიზაციას გამოიწვევსო, მაგრამ შედეგი უკვე ჩანს, მიზანი იყო - „ნაციონალური მოძრაობის“ განსაკუთრებული რადიკალიზმით გამორჩეული ორი ჯარისკაცი გარეთ ყოფილიყო, რათა რაღაც რევოლუციური სცენარების ორგანიზება მოახდინონ. ამას საზოგადოება კიდევ უფრო მეტად და მეტად ნახავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა