Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ალეკო ელისაშვილი - სასამართლოში თუნდაც 5 მოსამართლე რომ აღმოჩნდა, რომელიც ქედს არ უხრის მურუსიძეს და დანარჩენებივით არ ემორჩილება, ძალიან მომწონს

ნახვები: 569 ალეკო ელისაშვილი - სასამართლოში თუნდაც 5 მოსამართლე რომ აღმოჩნდა, რომელიც ქედს არ უხრის მურუსიძეს და დანარჩენებივით არ ემორჩილება, ძალიან მომწონს

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების, „ვეტინგის“ იდეას არ ემხრობა, თუმცა მოსწონს, რომ სასამართლოში აღმოჩნდნენ ადამიანები, „ვინც მურუსიძეს ქედს არ უხრიან“.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს 5 მოსამართლის მიერ „ვეტინგის“ იდეის გაზიარების კომენტირებისას განუცხადა, „ვეტინგის“ იდეა არასერიოზულია და მხოლოდ და მხოლოდ ნებაა საჭირო, რომ სასამართლო თავისუფალი იყოს.

„სასამართლოში თუნდაც 5 მოსამართლე რომ აღმოჩნდა და რომ არიან ადამიანები, რომლებიც ქედს არ უხრიან მურუსიძეს, მის გავლენებს და არ ემორჩილებიან დანარჩენებივით, ეს ძალიან მომწონს და მომწონს მათი მზაობაც, თუმცა თვითონ „ვეტინგის“ იდეა არ მომწონს, რომელიც არასერიოზულ რამედ მიმაჩნია. ჩვენ თუ სასამართლოში რეფორმის გატარება გვინდა, სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ სჭირდება - ნება, რომ სასამართლო გახდეს თავისუფალი. ვეტინგი-ბეტინგი და მსგავი რაღაცები, ჩემი აზრით, ყურით მოთრეული ამბებია, რაც არ არის ნორმალური და ამაზე დროს არ უნდა ვკარგავდეთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა